დავით უსუფაშვილი: კარგი იქნება, თუ ეუთო-ს პრეზიდენტი ქალი გახდება

თბილისი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიას მასპინძლობს, რომელიც ამ წუთებში საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" მიმდინარეობს და დღეს დასრულდება. სესია საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის არჩევით დასრულდება.
 
სესიის ფარგლებში, დავით უსუფაშვილმა, ეუთო-ს არჩევნების შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, მას გიგი წერეთლისთვსი ხმა არ მიუცია.

"ხმა მივეცი უსაფრთხოებას ევროპაში და მსოფლიოში. ჩვენ ვირჩევთ ეუთო-ს საპარალმენტო ასამბლეის თავმჯდომარეს, ამიტომ უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ პრინციპებით, რაც ეუთო-ს აქვს და იმ პრიორიტეტებით, რაც ეუთო-ს აქვს.

ბუნებრივია, აქ შიდანაციონალური პოლიტიკური კონტექსტი ყველა ქვეყანაში, ყოველთვის ფიგურირებს. საერთაშორისო ორგანიზაციებში ძალიან მნიშვნელოვანია იმ წესებისა და პრინციპების მიხედვით მოქმედება, რომელიც დამკვიდრებულია ამ ორგანიზაციებში.

მართალია ასამბლეა ტარდება თბილისში, დიდუბეში, მაგრამ აქ პლეხანოვური ან დიდუბური წესები არ მოქმედებს. აქ მოქმედებს ეუთო-ში დამკვიდრებული პრაქტიკა.

მე მქონდა საკმაოდ ინტენსიური კონსულტაციები, ვმონაწილეობდი ლიბერალ-დემოკრატიული ჯგუფის ფრაქციის ეგიდით გამართულ საუბრებში, გეგმებში და მათთან ერთად ჩავთვალე, რომ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი, მომავალი ერთი წლის განმავლბაში, უკეთესია, თუ ქალბატონი ქრისტინე მუტონენი იქნება, ავსტრიის ვიცე-სპიკერი. ეს კარგი იქნება როგორც ეუთო-სთვის, ასევე საქართველოსთვის", – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად