დავით უსუფაშვილი: კალაძე ჯერ ფეხბურთს თამაშობდა როცა მთხოვა, რომ მისთვის წიგნები მერჩია პოლიტიკაზე, ამ კაცმა მოინდომა

ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა და პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ერთ-ერთი დაწინაურებული ლიდერია კახა კალაძე, რომლის პარტიაც ჩვენი – “ლელოს” მთავარი ოპონენტია. მახსოვს, კახა კალაძე ჯერ კიდევ “ატალანტაში” თამაშობდა (კალაძე მაშინ “ჯენოაში” თამაშობდა, უსუფაშვილს მექანიკური შეცდომა მოუვიდა ავტ:) თან უკვე “ოცნებაში” შემოდიოდა. ეს არის 2012 წლის თებერვალი-მარტი. შევხვდი და მითხრა, რომ იქნებ მირჩიოთ წიგნები, რომლითაც მე საქართველოს პოლიტიკურ ისტორიას გავეცნობი. იმიტომ, რომ ამდენი წელია წასული ვარ და მინდა, რომ რაღაცები გავიგოვო. გაიგო ამ კაცმა. ბევრ რამეს არასწორად აკეთებს, მაგრამ ვნახე, რომ მოინდომა. ვნახე როგორ ისწავლა ენერგეტიკაში რაღაცები. გაზი, რომ ნავთი სხვადასხვაა, შეიძლება ესეც კარგად არ იცოდა პროფესიონალურად. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ მირჩევნია პროფესიონალური მოწინააღმდეგები მყავდეს და არა ის, რომ ელაპარაკები ადამიანს და განცდა გაქვს, რომ შუშის თვალები გაქვს. “ბიძინა გადაგვარჩენს”, “ბიძინა მოიგებს არჩევნებს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად