დავით უსუფაშვილი: ეუთოს საპრეზიდენტო არჩევნებში გიგი წერეთელს ხმა არ მივეცი

დავით უსუფაშვილმა, ეუთოს საპრეზიდენტო არჩევნებში გიგი წერეთელს ხმა არ მისცა, – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა. 

"ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ხელმძღვანელი მომავალი ერთი წლის განმავლობაში უკეთესი იქნება ქალბატონი ქრისტინე მუტონენი იყოს, რომელიც ასამბლეის ავსტრიელი ვიცე-სპიკერია. ეს იქნება კარგი ეუთისთვის და  საქართველოსთვისაც", – განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთის, კენჭისყრა ამ წუთებში მიმდინარეობს და 11:00 საათზე დასრულდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად