დავით უსუფაშვილი ეგზიტპოლებზე: ერთი მთვარეზე, მეორე – ვენერაზე და მესამე – იუპიტერზეა ჩატარებული

ამ არჩევნებმა აჩვენა რომ საქართველო მართლა არის სხვანაირი, მრავალფეროვანი, მრავალპარტიული და ის ვინც ერთპარტიულებისკენ ილტვოდა და ამას ცდილობდა ეს არ გამოუვა. არც დღევანდელს, არც გუშინდელს, არც ხვალინდელს, – ამის შესახებ „ლელოს“ საპარლამენტო სიის №2-მა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

„დიახ, ჩვენ საქათველოში ვისწავლით პოლიტიკური დიალოგის და პოლიტიკური თანამშრომლობის კულტურას. ეს აჩვენა ამ არჩევნებმა, ესაა ჩვენი მოქალაქეების გზავნილი. ამასთანავე ეგზიტპოლების შედეგებიდან გამომდინარე, რომელთა ერთმანეთთან შედარებით ე.ი. ერთი მთვარეზეა ჩატარებული, მეორე – ვენერაზე და მესამე – იუპიტერზე.
აქედან გამომდინარე, არანაირი საბოლოოო პოლიტიკური დასკვნები არ უნდა გავაკეთოთ. ჩვენი დამკვირვებლები და აქტივისტები აგრძელებენ ბრძოლას და შრომას ყველა ამომრჩევლის ხმის დასაცავად“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად