დავით უსუფაშვილი: დიახ ამომრჩეველს ფულს უხდიდნენ – 15 ლარიდან 150 ლარამდე

"ამ არჩევნებში ვიხილეთ, ძალიან დიდი ფულადი რესურსი. ეს მხოლოდ რეკლამის განთავსებაში არ გამოიხატება. როდესაც 400 ამომრჩევლიან სოფელში 50-60 დაფინანსებული კოორდინატორია, ეს ნიშნავს იმას, რომ მათი მეშვეობით დაახლოებით 200-მდე ამომრჩეველი ფინანსურადაა დაინტერესებული", – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, "შენების მოძრაობის" ლიდერმა დავით უსუფაშვილმა "აიპრესთან" ინტერვიუში ისაუბრა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს მოგვიანებით შევთავაზებთ.

მისი თქმით, როგორც უსუფაშვილამდე მიაღწია ინფორმაციამ ამომრჩეველს ფულს უხდიდნენ, რომელთა რაოდენობაც 15 ლარიდან 150 ლარამდე იყო. პოლიტიკოსი არჩევნებზე ზემოქმედების სხვა ფაქტებზეც ისაუბრა.

""ამ არჩევნებში ვიხილეთ, ძალიან დიდი ფულადი რესურსი. ეს მხოლოდ რეკლამის განთავსებაში არ გამოიხატება. როდესაც 400 ამომრჩევლიან სოფელში 50-60 დაფინანსებული კოორდინატორია, ეს ნიშნავს იმას, რომ მათი მეშვეობით დაახლოებით 200-მდე ამომრჩეველი ფინანსურადაა დაინტერესებული.

კოორდინატორს ეძახიან, მაგრამ მათი რაოდენობა ძალიან ბევრია. რაც შეეხება ამომრჩევლისთვის ფულის გადახდას, დიახ ამომრჩეველსაც აძლევენ ფულს. რასაც დავაკვირდი, რაც ჩემამდე მოვიდა, ეს იყო ამომრჩევლისთვის 15 ლარიდან 150 ლარამდე მიცემის ფაქტები. ამ ტიპის პრობლემები", – უთხრა დავით უსუფაშვილმა "აიპრესთან".

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად