დავით უსუფაშვილი: დღეს, 12 საათის შემდეგ გიგლა აგულაშვილი ჩვენი კონკურენტია

"დღეს, 12 საათიდან მე ჩემი მხრიდან ამ თემას ვხურავ, ისევე როგორც "რესპუბლიკური პარტია". გიგლა აგულაშვილი დღეს 12 საათის შემდეგ, ჩემთვის იქნება კონკურენტი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელი", – ამის შესახებ "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა. 

"ეს იყო მტკივნეული, ემოციური თემა, რადგან გიგლა აგულაშვილი არ იყო "რესპუბლიკური პარტიის" რიგითი წევრი. მას ძალიან საპასუხისმგებლო თანამდებობები ჰქონდა პარტიაში", – განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი "რესპუბლიკურ პარტიას" გაემიჯნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...