დავით უსუფაშვილი: დავით სერგეენკოს ჯილდო ეკუთვნის გამძლეობისათვის

“ოცნების“ მიდრეკილება მაზოხისტური ნაბიჯებისკენ უსაზღვროა. ასე შეაფასა “შენების მოძრაობის” თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თანამდებობიდან წასვლა ჟურნალისტებთან საუბრისას  და არ გამორიცხა, რომ სერგეენკო, როგორც დადებითი იმიჯის მატარებელი მინისტრი, „ქართულმა ოცნებამ“ 2020 წლის არჩევნებისთვის კვლავ გამოიყენოს.

„გამახსენდა წინა გადაწყვეტილება, როდესაც თქვეს, რომ პრემიერის გადაწყვეტილებით ქობულია გადადგაო. ახლა როგორ გვეტყვიან, ამას დავაკვირდეთ. სერგეენკოს პირიქით, ჯილდო ეკუთვნის გამძლეობისთვის. მასზე გამძლე წულუკიანია მხოლოდ. მე არ მრჩება განცდა, რომ რაიმე საქმიანი თემა და პრობლემაა. როგორც ჩანს, რაღაც პოლიტიკურმა პერსონალურმა კონიუნქტურამ იჩინა თავი, სხვას ვერაფერს ვხედავ. ერთი ვერსიაც არის, თუ სურთ, სერგეენკოს პოზიტიური იმიჯი არჩევნებამდე შემოინახონ, 2020 წლამდე გაარიდონ საქმეებს და მერე შემოაბრუნონ, როგორც პოზიტიური იმიჯის მქონე ადამიანი, მაშინ სხვანაირად უნდა წასულიყო და არა ამ ჭორების ფონზე. „ოცნების“ მიდრეკილება მაზოხისტური ნაბიჯებისკენ, ეს არის უსაზღვრო. შესაძლოა, ახლაც იფიქრეს, იფიქრეს და მოიფიქრეს ყველაზე დამაზარალებელი ვერსია იმ ადამიანის გაშვების, რომელიც დღემდე ჰყავდათ ყველაზე საამაყო. ეს არის რაღაც გენეტიკური კოდი „ოცნების“ ლიდერის, რომ თვითდამაზიანებელი ნაბიჯები გადადგას”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად