დავით უსუფაშვილი და გიორგი მარგველაშვილი ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა ხვდებიან

ამ წუთებში, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი და პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხვდებიან. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში "აიპრესს" განუცხადეს, შეხვედრა დახურულ კარს მიღმა მიმინარეობს.

სავარაუდოდ, შეხვედრა ტელეკომპანია "რუსთავი 2" თან განვითარებულ მოვლენებზე შედგა. გიორგი მარგველაშვილმა თავად თხოვა პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს, შეხვედროდა მას.

"როგორც ჩანს საპარლამენტო უმრავლესობა ვერ ჩამოყალიბდა შეხვედრასთან დაკავშირებით, ამიტომ მე მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს პრემიერმინისტრს მათთვის მისაღებ ფორმატში შემხვდნენ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე სასაუბროდ“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად