დავით უსუფაშვილი: ჩვენ მშიშარა ადამიანები ხელისუფლებაში არ გვჭირდება!

“მშიშარა ადამიანი ვერ გამართავს ქვეყანას”,-ამის შესახებ, შენების მოძრაობის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა გადაცემა “360 გარდუსში” ანაკლიის პორტის შესახებ საუბრისას განაცხადა.

” ის მშიშარა ხალხი, ვინც “ნაციონალური მოძრაობის” დროს თვალის დაბრიალებაზე თურმე ფულები მიჰქონდათ მათთან, ახლა ჩემი პრემიერი და ჩემი ნინისტრები არიან. “ნაციონალური მოძრაობის” თუ ეშინოდა, ბიძინა ივანიშვილის რატომ არ შეეშინდება?! ვინც უფრო ხშიარდ შევა და ამოვა ივანიშვილის კარში ის ხდება გავლენიანი.

ამაშია საქმე. თუ ეშინოდა სხვისი, ახლა ამის ეშინია. გადაწყვეტილებას არა კანონიდან, მორალიდან, პროფესიული ცოდნიდან გამომდიანრე იღებს, არამედ რასაც ეტყვიან. (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (სსიპ) ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს ყოფილი უფროსის გრიგოლ )კაკაურიძესაც ალბათ ასეთმა უთხრა. ჩვენ მშიშარა ადამიანები არ გვჭირდება ქვეყანში. მშიშარა ადამიანი ვერ გამართავს ქვეყანას’,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, ფოთის პორტის მშენებლობისთვის მიწათსარგებლობის შესახებ გაცემული ნებართვა გაუქმდა. ეკონომიკის მინისტრის თქმით, მიწათსარგებლობის შესახებ დოკუმენტი მინისტრთან და მთავრობასთან შეთანხმების გარეშე გაიცა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად