დავით უსუფაშვილი: ჩვენ არ ვაპირებთ რომელიმე ძალა მეორე მხარის დასამთავრებლად გავაძლიეროთ

“ეს არის ძირითადი მიზეზი რატომაც ვამბობთ, რომ ივანიშვილის ნავში ჩაჯდომას არ ვაპირებთ”, – ამის შესახებ “შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში გადაცემაში ხალხის პოლიტიკა პოლარიზაციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“თუ პარლამენტში შეიქმნება ვითარება, რომ “შენების მოძრაობის” გარეშე ვერც ივანიშვილი და ვერც სააკაშვილი ვერ ქმნიან მთავრობას, ჩვენ ვამბობთ რომ თუ ჩვენს ხელში ქვეყნის მომავლის განმსაზღვრელი ეს ბერკეტი აღმოჩნდა, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ რომელიმე მხარე გავაძლიეროთ, მეორე მხარის დასამთავრებლად, მოსასპობად, ჩასარეცხად. ჩვენი წინადადება იქნება ამ ბერკეტის დროს, რომ ვერ ქმნით მთავრობას, მაშინ შევქმნათ ეროვნული თანხმობის მთავრობა. მთავრობა, რომელიც ამ ქვეყანაში დემოკრატიულ ინსტიტუტებს დააფუძნებს, დაასრულებს ამ სამოქალაქო ომს, დაამკვიდრებს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას. ანუ გამოდის, რომ ჩემს გარეშე ივანიშვილი ვეღარ ივანიშვილობს, სააკაშვილი ვეღარ სააკაშვილობს”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად