დავით უსუფაშვილი: ჩემი ქვეყნის მთავრობა ქვეყანას თავს კიდევ ერთხელ ჭრის

“მორიგ ჯერზე საქართველოს მთავრობა აზარალებს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს სამშობლოს. არ შეიძლება არ რცხვენოდეს ამის გამო ამ ქვეყნის მოქალაქეებს”, – ამის შესახებ “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა “პალიტრანიუსის” ეთერში დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების კრიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.

დავით უსუდაშვილის თქმით, სირცხვილია, რომ ყოველ 7-8 წელში ერთხელ გვიწევს ვაშინგტონიდან, ბრიუსელიდან და სხვა დედაქალაქებიდან ამ კრიტიკის მოსმენა.

“მორიგ ჯერზე დაიწყეთ რაღაც სწორად და ჩააფლავეთ ისევ. პირველი ეს არის ტკივილი და სირცხვილი.

ახლა მეორე, ჩვენ ამ ტკივილის და სირცხვილის მიზეზი უნდა დავამარცხოთ და ხელისუფლება უნდა შევცვალოთ არჩევნების გზით ისე, რომ არა რევანში და სხვისი დაბრუნება იყოს, არამედ ნაბიჯის გადადგმა წინ. ამაზე მიგვანიშნებენ ჩვენი მეგობრები აშშ-დანაც და სხვა ქვეყნებიდანაც.

მესამე, ძალიან კარგი ამბავია, რომ საქართველოს მხარს უჭერს ამერიკელი სენატორები და კონგრესმენები ორივე პარტიიდან, მაგრამ ისინი მიგვითითებენ, რომ თუ ასე გაგრძელდა, ქვეყანა გაეხვევა პრობლემებში ყველა თვალსაზრისით. რაც შეეხება ხელისუფლების რეაქციას, აქაც მეორედ მტკივა გული და მრცხვენია – როდესაც მათ ეუბნებიან, რომ თქვენ დამახინჯებულ ინფორმაციას გაწვდიან და თქვენ რაღაცებზე ხელს აწერთ არასწორად, თქვენიქვეყნის საელჩო კი არასწორად გაწვდით ფაქტებსო, ამით ჩემი ქვეყნის მთავრობა კიდევ ერთხელ ჭრის თავს ქვეყანას”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად