დავით უსუფაშვილი: არაკომპეტენტური “ქართული ოცნება” ახალი ზღაპრებით წარდგება

” ბიძინა ივანიშვილს ალბათ, თავად აერია სათვალავი მერამდენე მთავრობამ ვერ გაუმართლა”,-ამის შესახებ, “შენების მოძრაობის” ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა “ტვ პირველთან” მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

” ბიძინა ივანიშვილს ალბათ, თავად აერია სათვალავი მერამდენე მთავრობამ ვერ გაუმართლა. კვლავ შესაცვლელი ჰყავს პრემიერი და მინისტრები. საქმე იმაშია, რომ მისმა მმართველობის სტილმა ვერ გაამართლა. ამდენი ცვლილებები, მათ შორის ზარზეიმით დამტკიცებული 2 მთვრობა წინა ზაფხულს ყოვლად უფერული და უსახური აღმოჩნდა.

როგორც არ უნდა გადასხდნენ და გადმოსხდნენ, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. გვრჩება არაკომპეტენტური “ქართული ოცნება”, რომელიც ახალი ზღაპრებით წარსდგება”,-გაანცხადა უსუფაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...