დავით უსუფაშვილი: არ ვთვლი რომ ბიძინა ივანიშვილი პუტინის დავალებების შემსრულებელია

“არ ვთვლი ასე, რომ მისი (ვლადიმერ პუტინის) დავალებით მოვიდა ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში”- ამის შესახებ, „ლელო საქართველოსთვის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა, მთავარი არხის ეთერში განაცხადა.

დავით უსუფაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი არ არის პუტინის დავალებების შემსრულებელი:

“არ ვთვლი, რომ ბიძინა ივანიშვილი არის პუტინის დავალებების შემსრულებელი. არ ვთვლი ასე, რომ მისი (ვლადიმერ პუტინის) დავალებით მოვიდა ხელისუფლებაში. მაგრამ, ნამდვილად ვთვლი და ვხედავ, მან დაიწყო მეტად და მეტად, იმ მეთოდების გამოყენება, შიდა პოლიტიკურ სივრცეში, რაც ცნობილია “კრემლის პოლიტიკა”, პუტინის პოლიტიკა, ეს ეხება დემოკრატიულ ინსტიტუტებთან დამოკიდებულებასაც, დასავლურ, დემოკრატიულ სამყაროსთან დამოკიდებულებას და სხვა თემებსაც”-ამბობს უსუფაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად