დავით ტურაშვილი ბუკას და ეკას: ჩავთვლი, რომ უერთმანეთოდ ვერ ძლებთ

“tv პირველის” გადაცემა “პოლიტიკური პარასკევის” წამყვანებს, ცოლ-ქმარს, ეკა მიშველაძესა და ბუკა პეტრიაშვილს, მწერალმა დათო ტურაშვილმა პირდაპირ ეთერში პირველი საერთო გადაცემა მიულოცა.

ეკა მიშველაძემ აღნიშნა, რომ ეს პირველი პრეცედენტია, როცა ოჯახის ასე ახლო წევრებს ერთად მიყავთ გადაცემა.

“ჩავთვლი რომ ნეპოტიზმს კი არ აქვს ადგილი ტვ პირველში, არამედ ვერ ძლებთ უერთმანეთოდ და შინ და სამსახურში ერთად გინდათ ყოფნა. თუ წაგიყენებენ ბრალდებას, კონტრარგუმენტად შეგიძლიათ ეს გამოიყენოთ”, – განაცხადა ტურაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად