დავით თარხან-მოურავი: გვაქვს 900 000 აუდიო ჩანაწერი, რომელიც უტყუარი მტკიცებულებაა, რომ ჩვენი პარტია  უსწრებს „ქართულ ოცნებას“

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერის, დავით თარხან-მოურავის განცხადებით, დღევანდელმა აქციამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ “პატრიოტთა ალიანსი” არის ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა.

მისივე თქმით, “პატრიოტთა ალიანსი” რეიტინგით უსწრებს როგორც “ნაციონალურ მოძრაობას”, ასევე “ქართული ოცნებას”.

“ეს აქცია კიდევ ერთხელ უჩვენებს, რომ “პატრიოტთა ალიანსი” არის ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა საქართველოში. ამ მოედანს ვერ გაავსებს ვერც “ქართული ოცნება” დღეს, საუბარი არ არის “ნაცმოძრაობაზე” , რომელიც საერთოდ აღარ არსებობს. ყველას გასაგონად ვამბობ, ჩვენ გვაქვს 900 000 აუდიო ჩანაწერი, რომელიც უტყუარი მტკიცებულებაა და მკაფიოდ ცხადყოფს, რომ ჩვენი პარტია ერთად აღებულს უსწრებს “ქართულ ოცნებას”, “ნაცმოძრაობას” და ყველა დანარჩენ 1%-ზე ნაკლებიან პარტიებს”, – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.

დღეს “პატრიოტთა ალიანსმა” თავისუფლების მოედანზე აქცია გამართა, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

პოლიტიკური რეკლამა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად