დავით თარხან-მოურავი: დაისაჯონ სააკაშვილები, ბოკერიები, ყველა დაისაჯოს

„სად გაგონილა, ამ დღეებში, გუშინ, გუშინწინ, ყველა ელჩი ხვდება სამღვდელოებას, ეპისკოპოსებს და ეუბნებიან გინდა თუ არა გაჩუმდით, ხმას ნუ ამოიღებთ, რაღაც პრაიდი უნდათ ჩაატარონ. ეკლესია იცავს ზნეობას. ჩვენ გვწამს ღმერთის, ამიტომ არავის აქვს უფლება, არც ელჩს, არც არავის, რაიმე ზეწოლა განახორციელოს ეკლესიაზე. ჩვენ გვინდა ქართული ტრადიციები და ქართული აზროვნება. გვინდა რომ კაცმა კაცობაზე არ თქვას უარი და მანდილოსანმა მანდილზე”.

ამის შესახებ  „პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა დავით გარეჯის მხარდასაჭერ აქციაზე განაცხადა, რომელიც დღეს, თავისუფლების მოედანზე გაიმართა..

როგორც დავით თარხან-მოურავმა განაცხადა, სააკაშვილის ლოზუნგი იყო „არა სამშობლო“, თუმცა,  სამშობლოსთვის არც მოქმედი ხელისუფლება იღწვის.

„სააკაშვილის ლოზუნგები გახსოვთ. მისი ლოზუნგი იყო „არა სამშობლო“ და ეს ხელისუფლება რა სამშობლოსთვის იღწვის? სააკაშვილის ლოზუნგი იყო „არა რწმენა“ და ეს ხელისუფლება ეკლესიას იცავს? სააკაშვილის ლოზუნგი იყო „არა ეროვნება“, ქართულს რას იცავს ეს ხელისუფლება? სააკაშვილის ლოზუნგი იყო „არა სქესი“. ჩვენ პირიქით – კი სამშობლო, კი ეროვნება, თავდადება სამშობლოსთვის, რწმენისადმი ერთგულება, ყოველივე ქართულის პატივისცემა, კი ქართულ ტრადიციებს“, – განაცხადა თარხან მოურავმა.

მისი თქმით, დავით გარეჯი საქართველოა და მისი დათმობა არ მოხდება.

„კიდევ ერთხელ გაიგოს ხელისუფლებამ – დავით გარეჯი საქართველოა და არ ვთმობთ საზღვრებს, მეორე – დაისაჯონ სააკაშვილები, ბოკერიები, ყველა დაისაჯოს, მესამე – სამხედრო მიუმხრობლობა“, – განაცხადა აქციაზე გამოსვლისას „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა.

თბილისში, თავისუფლების მოედანზე „პატრიოტთა ალიანსმა“ დავით გარეჯის თემაზე აქცია გამართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად