დავით თარხან-მოურავი: ამ ხელისუფლებამ ექვსი ჰექტარი მიწა თურქეთს აჩუქა და ამბობს, რომ არ უჩუქნია

„ჩვენ პატივს ვცემთ აზერბაიჯანს, გვინდა ძმობა, ის არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვიჩუქებით რამეს. დავით გარეჯი არის საქართველო. ჯერ სააკაშვილმა გაყიდა ეს ტერიტორიები. ხელში მიჭირავს ფურცელი, ეს არის 1995 წლის 13 ივნისის ოქმი, აზერბაიჯანისა და საქართველოს სახელმწიფო კომისიების.  ოქმში პირდაპირ წერია, რომ საქართველო- აზერბაიჯანის საზღვარი უნდა დადგინდეს 1932 წლის რუკის შესაბამისად. ჩვენია ეს ტერიტორია, ჩვენსას არავის არ დავუთმობთ. ჯერ სააკაშვილი გამოდის 2007 წელს და გვეუბნება, რომ ალიევს შევხვდი და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი სტრატეგიული სიმაღლეები ჩავაბაროთო, ვინ არის სააკაშვილი, რომ სტრატეგიული სიმაღლეებს გადასცემს.”

ამის შესახებ  „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა დავით თარხან-მოურავმა თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა და განაცხადა, რომ აზერბაიჯანი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელსაც პატივს სცემს.

“ჩვენ შევიკრიბეთ, რომ გაიგოს ამ ხელისუფლებამ და იმ ხელისუფლებამ ბაქოში, მე ალიევის გონიერების იმედი მაქვს, რომ ჩვენ არ დავთმობთ დავით გარეჯს, ეს არის საქართველო და არამარტო დავით გარეჯს, არც ერთი კვადრატული მეტრი ტერიტორიისა არ იქნება დათმობილი. ეს ხელისუფლება ზუსტად იგივეს აკეთებს, ყიდის ტერიტორიებს. ამ ხელისუფლებამ ექვსი ჰექტარი მიწა თურქეთს აჩუქა და ამბობს, რომ არ უჩუქნია“, – განაცხადა  დავით თარხან-მოურავმა.

მისი თქმით, უნდა გაიგოს ხელისუფლებამ, არავითარი უკან დახევა და დათმობა არ იქნება.

თბილისში, თავისუფლების მოედანზე „პატრიოტთა ალიანსმა“ დავით გარეჯის თემაზე აქცია გამართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად