დავით ჭიჭინაძე: “ქართულ ოცნებასთან” არ ვითანამშრომლებ

ასე ეხმაურება დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას, რომ შესაძლოა 2020 წლის არჩევნებისთვის შექმნას კოალიცია და ითანამშრომლებს ყველა პოლიტკურ პარტიასთან, ენმ-ს გარდა.

„კოალიციური მთავრობა სხვადასხვა შემადგენელი პარტიებისაგან “ქართულ ოცნებას” ჰქონდა 2016 წლამდე და ჩვენ ვნახეთ, რომ შედეგი მაინც და მაინც დადებითი ვერ გამოიღო და წავიდნენ მაშინ ერთი მთავრობისკენ. არ მგონია, რომ ამ ფორმატში “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობით ვინმემ რამე შეძლოს რადიკალურად და სასიკეთოდ შეცვლა. იქიდან გამომდინარე, რომ პრაქტიკულად მოდელი, რომელიც უნდა შესთავაზონ ჩვენ ქვეყანას განვითარების არც “ქართულ ოცნებას” გააჩნია, არც იმ ძალებს გააჩნია ვისაც ის მოიაზრებს კოალიციური მთავრობად,“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დავით ჭიჭინაძე გამორიცხავს, რომ მან რაიმე ფორმით ბიძინა ივანიშვილთან ითანამშრომლოს.

„არა, არ ვითანამშრომლებ. მე შეიძლება ვითანამშრომლო იმ ადამიანებთან, რომლებსაც სიტყვის დაპირებულის შესრულება მთავარ მიზნად მიაჩნია. და სამწუხაროდ ქართულმა ოცნებამ ყველაფერზე უარი თქვა,“-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...