A1 ბანერი

ჭიჭინაძე: წარმოდგენილი მოსამართლეებით ქვეყანაში სამართლიანობა საერთოდ იმარხებოდა

“ქართული ოცნება” მოვიდა სათავეში სამართლიანობის აღდგენის დამკვიდრებით,იმ მოსამართლეებით კი, რომლებიც იქნენ წარმოდგენილი სამართლიანობა ამ ქვეყანაში საერთოდ იმარხებოდა”,-გაანცხადა შ“პატრიოტთა ალიანსის” წევრმა დავით ჭიჭინაძემ ‘აიპრესსთან” საუბრისას.

კითხვაზე არის თუ არა “ქართულ ოცნებაში” განხეთქილება და უკავშირდება თუ არა მოსამართლეებთან დაკავშირებული მოვლენები ეკა ბესელიას გადაწყვეტილებას,იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვებაზე,ჭიჭნაძე დასძენს,რომ “ქართულ ოცნებაში” განხეთქილება ნამდილადაა,ხოლო ეკა ბესელიას გადაწყვეტლებას საფუძვლად მოსამართლეთა სია უდევს.

“რა თქმა უნდა, “ქართულ ოცნებაში” განხეთქილება კი არა დაპირისპირებაა! ის რაღაც, რასაც ვისმენთ ჩვენ რომ ეს არის რაღაც ჯანსაღი პროცესი,რა არის ჯანსაღი პროცესი? ის რომ ქვეყნაში უსამართლობის დამკვირდრებას ცდილობს ერთი ნაწილი? მეორე კი ამას ეწინააღმდეგება, ეს არის ჯანმრთლი პროცესი?! მე ვფიქრობ, ეს არის ალბათ, დაპირისპირების ყველაზე დიდი სტადია!

“ქართული ოცნება” მოვიდა სათავეში სამართლიანობის აღდგენის დამკვიდრებით,იმ მოსამართლეებით, რომლებიც იქნენ წარმოდგენილი სამართლიანობა ამ ქვეყანაში საერთოდ იმარხებოდა,ამას დაუპირისპირდა ზუსტად ეკა ბესელია და “ქართული ოცნების” ის ნაწილი, რომელიც თვლის რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის დამღუპველი იქნებოდა.

შელამაზებებს რომ თითქოს არაფერი არ ხდება,ჯობია თავი დანებონ. ხალხი ისედაც იმედგაცრუებულია, ესენი სიმართლეს რომ არ ლაპარაკობენ,რასაც ხედავენ საკუთარი თვალით იმაზეც რომ ცდილობენ თეთრი შავად მოაჩვენონ, ეგაც არ გამოუვათ.ყველამ ყვეალფერი იცის და ყველა ყვეალფერს ხვდება.”,-განაცხადა ჭიჭნაძემ “აიპრესსთან”

შეგახსნებთ,იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს უზენაეს სასამართლოში წარსადგენი მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა.იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 14 წევრიდან, 11-მა ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ კოლეგიაში უვადოდ გაამწესა. როგორც საბჭოს არა მოსამართლე წევრებმა ნაზი ჯანეზაშვილმა და ირმა გელაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადეს, მათ მურუსიძის სასამართლოში უვადოდ გამწესების წინააღმდეგ მისცეს ხმა, ხოლო ანა დოლიძემ განაცხადა, რომ მან კენჭისყრაში საერთოდ არ მიიღო მონაწილეობა და გაბათილდა ბიულეტენი.

სტატიის ავტორი თეონა ციხიშვილი
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...