A1 ბანერი

დავით ჭიჭინაძე:თუ უსამართლოდ მოექცევიან საზოგადოებას,პროტესტის ყველა ფორმას მიიღებენ

“ვნახეთ, უსამართლობაზე როგორ რეაგირებს ჩვენი საზოგადოება. თუ უსამართლოდ მოექცევიან საზოგადოებას, რა თქმა უნდა, პროტესტის ყველა ფორმას მიიღებეან”,-ამის შესახებ ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ დეპუტატმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

დავით ჭიჭინაძე მოსამართლეთა 10-კაციან სიასთან დაკავშირებით “ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა. მისი თქმით, როდესაც ხელისუფლებას საზოგადოების არ ესმის, მას სხვა მთავრობა ანაცვლებს.

„ვინც ხალხისას ვერ გებულობს, ის მიდის ხელისუფლებისგან და მერე მოდის სხვა, ვისაც საზოგადოების უფრო კარგად ესმის. ეს იმდენად მძაფრი საკითხია, რომ ვფიქრობ, რომ საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და ალბათ, შესაბამისად, ვნახეთ, უსამართლობაზე როგორ რეაგირებს ჩვენი საზოგადოება. თუ უსამართლოდ მოექცევიან საზოგადოებას, რა თქმა უნდა, პროტესტის ყველა ფორმას მიიღებენ,“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...