დავით ჭიჭინაძე: ტელევიზიებში კი არა, სამინისტროებშია დროებითი მმართველები შესაყვანი!”

დღეს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს განიხილავს. კანონპროექტი მთავრობის და კომუნიკაციების კომისიის მიერ არის ინიცირებული და აღმასრულებელი ხელისუფლება კანონმდებლებს დაჩქარებული წესით განხილვას თხოვს. „ტელევიზიებში კი არა, სამინისტროებშია დროებითი მმართველები შესაყვანი!” – ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისის მოთხოვნას, ტელესაკომუნიკაციო კომპანიებში დროებითი მმართველის დანიშვნის და უფლებების მინიჭების შესახებ.

“ბარემ ჩაგვსვან კოლბაში და გვაცხოვრონ იმ ვირტუალურ სამყაროში, როგორიც თავად წარმოუდგენიათ.
ტელევიზიებში კი არა, სამინისტროებშია დროებითი მმართველები შესაყვანი!”
ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისის მოთხოვნას, დროებითი მმართველის დანიშვნის უფლებების მინიჭების შესახებ.
“ზოგადად გარტყმაში არ არიან სად არიან!
როდესაც ხელისუფლებამ შეზღუდვები მიიღო, მაშინვე ვთქვი, რომ გვექნებოდა მინიმუმ 8-10%-იანი ვარდნა ეკონომიკაში.
ფინანსთა მინისტრმა კი ჯერ 4%-იო, ახლა განაცხადა, რომ 6%-იანი ვარდნა იქნება – თვლაც კი არ იციან! თუ რეალურად ეკონომიკას ვერ გრძნობ და არ იცი რისგან არის შემდგარი, მაშინ რატომ გქვია მინისტრი?!
ანუ, როდესაც ხელისუფლება ჯერ გვეუბნება ვარდნა საერთოდ არ იქნებაო, მერე მაჩვენებელს ზრდის 6%-მდე, მაშინ რატომ ითხოვენ გადასახადების გადახდას ადამიანებისგან იგივე ბანკები?
ან ტელევიზიებს რა ნიშნით თხოვენ გადასახადებს? ხელშეკრულების სტრუქტურაც გადასახადის გადახდას გვავალდებულებს მიუხედავად იმისა, კომპანიას ფული მიღებული აქვს თუ არა.
გამოდის მხოლოდ კონკრეტული ჯგუფის გამდიდრებაა ხელისუფლების მთავარი საზრუნავი.
მოკლედ, არ იქნებოდა ურიგო დროებითი მმართველი პრემიერისთვის დაენიშნათ, რადგან მის მითითებას ბანკებიც კი არ ასრულებენ”, – აცხადებს ჭიჭინაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად