დავით ჭიჭინაძე: სექტემბერ-ოქტომბერში მთავრობის ცვლილება გარდაუვალი იქნება

ამის შესახებ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ “ტვ პირველის” ეთერში საუბრისასა განაცხადა,სადაც ლარის კურსის გაუფასურებას გამოეხმაურა.

დამოუკიდებელი დეპუტატი თვლის რომ მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში მთავრობის ცვლილება გარდაუვალი იქნება.

“თუ იქნება მთავრობის ცვლილება. მე ვფიქრობ, რომ ეს სექტემბერ-ოქტომბერში გარდაუვალი იქნება, ასე ჩანს. თუ ახალი ეკონომიკური გუნდი იქნება, რომელიც უფრო გაიაზრებს რა პრობლემაა და ხალხს მეტ თვითდაჯერებულობას მისცემს, თუ ქვეყანაში ბიზნესის სტიმულირება მოხდება, მაშინ შესაძლოა გამოსწორდეს სიტუაცია. თუ არა და მე ვფიქრობ, ასე ჩაურევლად და უმოქმედოდ არ არსებობს ქვეყნის მმართვა რაც დღეს ჩვენ გვაქვს”,-განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...