დავით ჭიჭინაძე: საკითხავია, თვითონ ბიძინა ივანიშვილს წაკითხული აქვს კი თავისი წერილი?!

ამის შესახებ დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ დიანა ტრაპაიძის “დღის ამბებში” საუბრისას განაცხადა, სადაც “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომრის ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ ღია წერილი მიმოიხილა.

“ისეთი რთული პრობლემები შეიქმნა ქვეყანაში რომ მე არ ვიცი. ასეთი ოპტიმისტური განცხაადებები და ასეთი ოპტიმისტური განწყობა რომ ქვეყანაში თურმე ყველაფერი კარგად არის და ჩვენ ამას ვერ ვაფასებთ, ვფიქრობ ალბათ იმ ვიღაც შემოქმედის ნაწილია. საკითხავია, თვითონ ბიძინა ივანიშვილს წაკითხული აქვს კი თავისი წერილი?! ალბათ, დავალება იქნა მიცემული.”,-განაცხადა ჭიჭინაძემ.

შეგახსენებთ, პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა 9 აპრილთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა: “ამ დღემ 30 წლის წინ ახალ ეპოქას მისცა დასაბამი”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად