დავით ჭიჭინაძე: რაც ბიძინა ივანიშვილი 2018 წელს შემოტრიალდა პოლიტიკაში, მან აჩქარებული ტემპით დაიწყო ,,ქართული ოცნების” დასრულება

ეს განცხადება დავით ჭიჭინაძემ ტვ „პირველის” ეთერში გააკეთა.

„რაც ბიძინა ივანიშვილი 2018 წელს შემოტრიალდა პოლიტიკაში, მან აჩქარებული ტემპით დაიწყო ,,ქართული ოცნების” დასრულება. იმიტომ რომ ეს ცვლილებები რაც მისი შემობრუნების შემდეგ განხორციელდა, მისი პოლიტიკური გემოვნება ვისაც წარმოაჩენს და ხდის „ქართული ოცნების” სახეებად უფრო და უფრო შორდება ქართველი ხალხის გემოვნებას. საპარლამენტო არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ისეთი შედეგი თუ ექნება ოცნებას რაც საპრეზიდენტო არჩევნების მერე ჰქონდა, ჩათვალეთ ის დამთავრებული იქნება. არ მგონია 2018 წლის ნოემბრის მერე უკეთესობა იყოს ამ ქვეყანაში, პირიქით უარესდება სიტუაცია. ეკონომიკა ისეთი გამოწვევაა ამ ხელისუფლებისთვის, რომლის გასაღებსაც ვერ პოულობენ. თურნავებით, მაჭავარიანებით, გახარიებით ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტ”,-განაცხადა ჭიჭინაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად