დავით ჭიჭინაძე: პრემიერთან ბევრი კითხვაა, მის გამოსვლებში სულ უფრო მეტი ბუნდოვანება არის

ამაზე მეტყველებს FACEBOOK-ზე მოწერილი კითხვები, რომელსაც საზოგადოება მწერს”-ამის შესახებ, პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას” ლიდერმა, დავით ჭიჭინაძემ “მთავარ არხთან” განაცხადა.

დავით ჭიჭინაძის თქმით, მას პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ბევრი კითხვა აქვს, რადგან მისი გამოსვლა “ბუნდოვანია”

“პრემიერთან მიმართებაში, კითხვები, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია. ყოველი მისი გამოსვლა კითხვებს უმატებს და უმატებს. სულ უფრო მეტი ბუნდოვანება არის. სამწუხაროდ, არცერთი მისი განმარტება არ არის სრულყოფილი. ამაზე მეტყველებს FACEBOOK-ზე მოწერილი კითხვები, რომელსაც საზოგადოება მისვამს და მთხოვს დავსვა პრემიერთან”-განაცხადა ჭიჭინაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში 27 მაისს მივა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტში 27 მაისს მივა. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

“გახსოვთ, ჩვენ დაგპირდით, რომ პარლამენტს და საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა, რომ მოისმინოს სრულფასოვანი ანგარიში პარლამენტში და ნახოს სრულფასოვანი პოლიტიკური დისკუსია ამასთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრმა უკვე მოგვმართა ჩვენ წერილობით და ის მომდევნო სასესიო კვირაში, 27 მაისს წარდგება პარლამენტის წინაშე კოვიდ-19-ის ინფექციასთან და მის მართვასთან დაკავშირებული ანგარიშით, სადაც ვიმსჯელებთ უკვე შესრულებულ სამუშაოზე და ასევე სამომავლო გეგმებზე, რომელიც თითოეულ მოქალაქეს აინტერესებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად