დავით ჭიჭინაძე პანდემიისას დახარჯულ სამივლინებო თანხებზე: სად დადიოდნენ და ეტობა ივანიშვილს ეძებდნენ

სად დადიოდნენ და ეტობა ივანიშვილს ეძებდნენ, – ასე პასუხობს პარტია “ტრიბუნას” ლიდერი და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე “ტვ პირველის” გადაცემა “პოლიტიკური პარასკევის” წამყვანების კითხვას, – “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევით 11 მილიონ 900 ათასი ლარია დახარჯული მივლინებებში პანდემიის დროს. სად დადიოდნენ, როცა ქვეყანა ჩაკეტილი იყო?

“ეტყობა ივანიშვილს ეძებდნენ, მაგ პერიოდში საქართველო ეძებდა, რა გამოჩენილა და დასდევდნენ შეკვეთილში და 11 მილიონი დახარჯეს. როდესაც ეკონომიკის მინისტრად თურნავა გყავს და მაგ ადამიანს რაღაცას ჩააბარებ, რაღაც არ გაქვს შიგნით ჯანმრთელად. ერთმა კოლეგამ თქვა გემში ზიანო, მაგრამ არა, გემში არ ზიან ესენი, წყალში არიან ჩაგდებულები და უკომპასოდ ტრიალებენ, სად გამორიყავს ეგ სხვა საკითხია. ბევრისთვის საქართველო თავისი სამშობლო არ არის და ისინი მას თავის საზრუნავად არ მიიჩნევენ”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად