დავით ჭიჭინაძე ოპოზიციაზე: ადამიანი საკუთარ თავს, თავისუფლებას რომ გადადებს, შენ ვალსი არ უნდა იცეკვო!

“მორალის და ღირსების გარეშე დიდი საქმე არასოდეს გაკეთებულა.
ადამიანი საკუთარ თავს, თავისუფლებას რომ გადადებს, შენ ვალსი არ უნდა იცეკვო!”

ამის შესახებ პარტია “ტრიბუნას” თავმჯდომარე დავით ჭიჭინაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ვახშამს, სადაც სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელს და პარტიების წარმომადგენლებს ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლა.

“ნიკა ციხეშია და ესენი საზეიმო ვახშამს მართავენ!
თავისი თავი ისე დაკარგეს, ისე დაპატარავდა ეს ჩვენი პოლიტიკური ელიტა, კუჭამდე არიან დასული და მაშინვე მაგიდას უცუცქდებიან!
მობეზრდათ როგორც ჩანს ბოიკოტი, ხალხის ინტერესებისთვის ბრძოლა და ფურშეტებზე გადაინაცვლეს, იქ უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს…
ან ეს ამნისტია რას ნიშნავს?!
ანტი-რუსულ პროპაგანდას,
ანტი-რუსულ აქციას ამნისტია სჭირდება და ამას უჭერს ევროპა მხარს?!
ანტი – რუსულ საქმეს აპრავებენ და ანტი-რუსული საქმე ვინც ჩაახშო იმას აპრავებენ?!
თანაბარ დონეზე დაყავთ გავრილოვის ხარკის არგადამხდელი, თვალებდათხრილი ახალგაზრდები, ნაცემი ჟურნალისტები და ამ ყველაფრის ჩამდენი მოძალადეები?!
მოკლედ, რაც ზვიად გამსახურდია დაამხეს, მას მერე დამხობილები დავდივართ და დიდი საქმე გააკეთეს თურმე!
ზვიადი რომ მოვიდა, მაშინ ერთად ვიბრძოდით დიდი იმპერიის წინააღმდეგ, ახლა კი, გავრილოვის ხარკის არგადამხდელი, ოთხ კედელში გამომწყვდეული, როგორც რიგითი მოქალაქე ისე იგებს ტელევიზორიდან (!!!) რომ თურმე მისი ამნისტიის გულისთვის აწერენ ხელს მისი ე.წ. თანამებრძოლები და ამ ყველაფერს ბედნიერად ვახშმითაც აგვირგვინებენ საზეიმო ვითარებაში…
ხოდა, მე გეტყვით მაშინ,
მორალის და ღირსების გარეშე დიდი საქმე არასოდეს გაკეთებულა.
ადამიანი საკუთარ თავს, თავისუფლებას რომ გადადებს, შენ ვალსი არ უნდა იცეკვო!” – წერს დავით ჭიჭინაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...