დავით ჭიჭინაძე მამუკა ხაზარაძეზე: პოლიტიკაში მხოლოდ თავის თავის გადასარჩენად შემოდის

დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ხაზარაძე სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს.

„მევახშეებით ახალი პოლიტიკური სახეები არ იქმნება. მამუკა ხაზარაძე პოლიტიკაში მხოლოდ თავის თავის
გადასარჩენად შემოდის. რადგან, დღეს მხოლოდ მიშა „აცოცხლებს“ ივანიშვილს, რადგან „ევრონაცებმა“ ალტერნატიული ძალის – „არა მიშა“ – შექმნა ვერ მოახერხეს და ამ ეტაპზე მათი მხოლოდ მარგინალიზება ხდება, როგორც ჩანს, ფსონი ამჯერად მამუკა ხაზარაძეზე იდება, როგორც ე.წ. ახალი პროდასავლური მოდელის, შედარებით ნაკლებად ცუდი ისტორიით.
თუმცა ეს ვითომ „ნაკლებად ცუდი ისტორია“ რამდენად დაიტევს საბანკო სისტემის განუკითხაობისა და ბანკირების თავგასულობისგან დაზარალებულ ადამიანების ჯარს, თავისი წრთმეული ქონებებით, ამას უკვე დრო გვაჩვენებს.“ – აცხადებს ჭიჭინაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად