დავით ჭიჭინაძე: ხელისუფლებისთვის მთავარი მსხვილი ბიზნესია – მონური შემადგენლობა

ხელისუფლებისთვის მთავარი მსხვილი ბიზნესია, მონური შემადგენლობა, რომელსაც დასვამენ და მერე იტყვიან ვანუგეშეთო, – ამის შესახებ “ტრიბუნას” ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” განაცხადა/

“მცირე და საშუალო ბიზნესიდან შესული გადასახადები მათთვის [ხელისუფლებისთვის] იმდენად უმნიშვნელოა, რომ მას ყურადღებას არ აქცევენ. ეს ადამიანები მათთვის სტატიკური ერთეულები არიან. ესენი არ არიან ადამიანები, რომლებიც იმ ადამიანებს ასაქმებენ, რომელიც ქვეყანას ტვირთად აღარ აწვს. მათთვის მთავარი ვინ არის? – მსხვილი ბიზნესი. ამ მონურ შემადგენლობას დასვამენ და მერე იტყვიან ვანუგეშეთო. იმ ბიზნესმენებს რატომ უნდა ერქვათ ბიზნესმენები და ამათ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, ეს ჩემთვის გაუგებარია. ეს ადამიანები თავისი შრომით და თავისი შესაძლებლობებით ქმნიან ასეულ ათასობით სამუშაო ადგილს და ისინი ბიუჯეტზე არიან ჩამოკიდებულები და “გაიასნების” შედეგად შექმნილი გადასახადებით როგორმე მათ ჯიბეებში მოხვდეს”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად