დავით ჭიჭინაძე: კანონიც რომ მიიღონ “ოცნება” მარადიული იყოს, ხელისუფლებაში მაინც ვერ დარჩებიან

კანონიც რომ მიიღონ, “ოცნება” მარადიული იყოს, ხელისუფლებაში მაინც ვერ დარჩებიან, – ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში, გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.

“ქართულმა ოცნებამ” სულ რომ კანონი მიიღოს, რომ ამ ქვეყანაში “ქართული ოცნება” უნდა იყოს მარადიული, მაინც ვერ დარჩებიან. რაც უფრო მწარე ჩანაწერებს გააკეთებენ და მიუღებელს საზოგადოებისა და ხალხისთვის, ეს არის ხალხის შეურაცხყოფა. იმიტომ, რომ შენ ხალხს არ აძლევ არჩევანის შესაძლებლობას. შენ გინდა მათზე ზემოქმედება მოახდინო და ყველა ხერხს მიმართავ ფინანსური მანიპულაციებიდან დაწყებული”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად