დავით ჭიჭინაძე: ივანიშვილის მონაწილეობით ერთი დიდი შაპიტო გვაქვს, ცირკიც კი არაა

ცირკი არის უფრო მაღალი ხარისხის და შაპიტოა დაბალი ხარისხის. იქ რომ კლოუნი გამოდის და მაინცდამაინც დახვეწილი რომ არ არის, აი ამას დაემსგავსა “ქართული ოცნება”, – ამის შესახებ პარტია “ტრიბუნას” ლიდერი და პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე აცხადებს “ტვ პირველის” ეთერში გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი”.

“ერთი დიდი შაპიტო გვაქვს ივანიშვილის მონაწილეობით. მეტი არაფერი არ გვაქვს. იმიტომ, რომ ადამიანები გამოდიან და დაბალი ხარისხის რაღაც გამოსდით. ცირკი არის უფრო მაღალი ხარისხის და შაპიტოა დაბალი ხარისხის. იქ რომ კლოუნი გამოდის და მაინცდამაინც დახვეწილი რომ არ არის, აი ამას დაემსგავსა “ქართული ოცნება”. ხუმრობს, რეალობას ლაპარაკობს და ტუ რას ლაპარაკობს თვითონაც არ იცის”, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად