დავით სონღულაშვილმა გურჯაანის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

"გურჯაანში მცირე ბიზნესის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები უნდა შევქმნათ:,- განაცხადა გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრისას,- ამის შესახებ ინფორმაციას პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" ავრცელებს.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა მორიგი შეხვედრები ქალაქ გურჯაანის მოსახლეობასთან გამართა.

დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს „ქართული ოცნების“ სამოქმედო გეგმა გააცნო. შეხვედრამ კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაიარა.

შეხვედრაზე მოსახლეობამ ყურადღება გაამახვილა სოციალურ პრობლემებზე. დავით სონღულაშვილმა გურჯაანელებს პრობლემების ეტაპობრივად მოგვარების პირობა მისცა.

"სახელმწიფო სერვისები უნდა გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი. რაიონში ხალხს არ აქვს ინფორმაცია ისეთ პროექტებზე, როგორიცაა „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“, „უმასპინძლე საქართველოში“ და სხვა.

ეს პროექტები საშუალებას აძლევს თითოეულ მოქალაქეს შექმნას დოვლათი და სამუშაო ადგილები. გურჯაანში უნდა განვითარდეს მცირე ბიზნესი და ჩვენც ყველა პირობა უნდა შევქმნად საამისოდ“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად