დავით სონღულაშვილის პასუხი საბა ბუაძეს: ინფორმაცია გადაამოწმეთ, სანამ თავს ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ჩაიყენებთ

როგორ დავით სონღულაშვილმა “აიპრესს” განუცხადა, ლელოს წევრი გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელებითაა დაკავებული, რითიც პირველ რიგში თავს იყენებს უხერხულ მდგომარეობაში.

დავით სონღულაშვილი: ბატონ ბუაძის განცხადებით, მე დაკავებული ვარ მევახშეობით. ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა განმარტება გავაკეთო, როცა ვიყავი კერძო სექტორში, ნასესხები მაქვს სესხი, რომელსაც გადავასესხე ჩემსავე კომპანიას. ბატონ ბუაძეს შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება და ავრცელებს დეზინფორმაციას. სავარაუდოდ, ეს არის მისი და მისი თანამოაზრეების საქმიანობა და სხვაზე გადაბრალებით სურს ამის გადაფარვა. სანამ შეცდომაში შეიყვანს საზოგადოებას, ვურჩევ გადაამოწმოს ინფორმაცია და უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაიყენოს თავისი თავი.

შეგახსენებთ, რომ „ლელოს“ მთაწმინდა-კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საბა ბუაძემ ბრიფინგი გამართა და „ქართული ოცნების“ დეპუტატების სია გაასაჯაროვა, რომლებიც ფულის მისი მტკიცებით “ხელზე გასესხებით“ იღებენ შემოსავალს.
საბა ბუაძის თქმით, პარტია „ქართული ოცნება“ ფინანსდება მევახშეობით და გამოსახლებული ადამიანების გაყიდული ბინების ფულით. ამ სიაში ბუაძემ დავით სონღულაშვილიც ახსენა. მისი თქმით დავით სონღულაშვილს გასესხებული აქვს 611,000 ევრო, საიდანაც შემოსავლის სახით მიღებული აქვს 38,000 ლარზე მეტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად