დავით სონღულაშვილი – მე ხმა გურჯაანის კეთილდღეობას მივეცი

30 ოქტომბერს, 09:30 საათზე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა, სოფელ ძირკოკში №25 საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცედურაში მიიღო მონაწილეობა. ის უბანზე ოჯახთან ერთად იმყოფებოდა.

10 საათის მონაცემებით, 25-ე უბანზე 67 ამომრჩეველი მივიდა. დავით სონღულაშვილმა ხმის მიცემის შემდგომ, კომენტარიც გააკეთა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას არჩევნებში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდა.

„მეორე ტური კანონზომიერი იყო. გურჯაანელებს მეტი დრო ჭირდებოდათ დაფიქრებისთვის. ვიცი მოსახლეობის განწყობა, ვიცი საზოგადოების მოლოდინი, ვიცი რა ჭირდება გურჯაანს. მაქვს დიდი უპირატესობა, მაქვს უდიდესი მხარდაჭერა და დარწმუნებული ვარ გურჯაანელების არჩევანში. ეს არის თავისუფლება, ეს არის სწრაფი განვითარება და ეს არის თითოეული გურჯაანელის ოჯახის კეთილდღეობა,“ – განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად