დავით სონღულაშვილი: კარდენახი გახდება მოწინავე სოფელი მთელს საქართველოში

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგელებში, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გურჯაანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა დავით სონღულაშვილმა, მორიგი შეხვედრა სოფელ კარდენახის მოსახლეობასთან გამართა.

მან ამომრჩევლებს პირველ ტურში აქტიური მონაწილეობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აგრეთვე მოსახლეობას გააცნო სოფლისა და მუნიციპალიტეტის განვითარების გეგმა და მათ შეკითხვებს უპასუხა. დავით სონღულაშვილმა, კარდენახელებს სახელმწიფოს მიერ განხორციელებული სხვადასხვა სიახლეები და პროექტებიც გააცნო და მათში აქტიურად ჩართვისკენ მოუწოდა.

კარდენახელებმა საუბრისას ძირითად საკითხებად უმუშევრობა, სოფლის მეურნეობის განვითარება, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლება, კულტურული ცხოვრების განვითარება და სოციალური პირობების გაუმჯობესება დაასახელეს.

„კარდენახი დიდი ისტორიის მქონე სოფელია, რომელიც ჯერ კიდევ ბრინჯაოს ეპოქაში ყოფილა დასახლებული. ისტორიული სოფლიდან, კარდენახი თანამედროვე, ტექნოლოგიურად მაღალგანვითარებულ დასახლებად უნდა იქცეს. კულტურული ტრადიციები, მაცხოვრებელთა შრომითი, თუ სპორტული მიღწევები არ უნდა დარჩეს წარსულში. მომავალში უფრო მეტი მიმართულებით უნდა მოხდეს განვითარება. პოტენციალი არსებობს ახლა სწორი ფოკუსირება, სწორი ვექტორი უნდა მოიძებნოს არსებული სიმძლავრეების გამოსაყენებლად და ახლის ასათვისებლად,“- აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

დეპუტატობის კანდიდატი, ასევე გურჯაანში შშმ პირებს შორის გამართულ საჭადრაკო ტურნირსაც დაესწრო, რომელიც გურჯაანში არსებულ, საჭადრაკო დიდოსტატების ნანა იოსელიანისა და გიორგი გიორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბში გაიმართა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად