დავით სონღულაშვილი atlantico-ს სტატიაზე: ეს განცხადება ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრული ქმედებების შედეგია

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ხელისუფლების თანმიმდევრული ქმედებების შედეგი. შესაბამისად, გასაკვირი არ არის ასეთი ტიპის შეფასებები“.

განაცხადა პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა გამოცემა atlantico-ს სტატიათან დაკავშირებით.

სტატიაში საუბარი, რომ ევროკავშირმა მწვანე შუქი აუნთო ალბანეთს საარჩევნო და სასამართლო რეფორმის გატარების პირობით, მაშინ როცა საქართველო არა მხოლოდ ალბანეთთან შედარებით, არამედ ევროკავშირის მასშტაბით „კლასში საუკეთესოა“.

დავით სონღულაშვილის განცხადებით, საქართველო დანიის შემდეგ მეორე ქვეყნაა საუკეთესო საინვესტიციო გარემოს კუთხით და აქედან გამომდინარე, ძალიან ლოგიკურია ის შეფასებები, რაც ევროპარლამენტარების მხრიდან არაერთხელ გახმოვანებულა, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში.

„ევროპის მხრიდან არსებული ფინანსური მხარდაჭერა, ასევე, სხვადასხვა განცხადებები, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ თანმიმდევრულ ქმედით ნაბიჯებს, რასაც ჩვენი ხელისუფლება ასე თანმიმდევრულად ახორციელებს და რასაც ევროინტეგრაცია ჰქვია“, -აღნიშნა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

გამოცემა atlantico-მ სტატია „ევროკავშირი ორმაგი სტანდარტების წინააღმდეგ“ დღეს გამოაქვეყნა. მასში ნათქვამია, რომ „ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, საფრანგეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, მწვანე შუქი აუნთო ალბანეთს საარჩევნო და სასამართლო რეფორმის გატარების პირობით, საქართველოს კი არა მხოლოდ ალბანეთთან შედარებით აქვს ბევრად უკეთესი შედეგები, არამედ კორუფციასთან ბრძოლის, კანონის უზენაესობის პატივისცემის თვალსაზრისით და ეკონომიკური მაჩვენებლებით, ევროკავშირის მასშტაბით „კლასში საუკეთესოა”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად