დავით სიხარულიძე გახარიას განცხადებაზე: მთავრობა ეროვნულ ერთიანობას უნდა ცდილობდეს და არა ვიწრო პარტიულ მიზნებს

მთავრობა ეროვნულ ერთიანობას უნდა ცდილობდეს და არა ვიწრო პარტიულ მიზნებს, – ამის შესახებ თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სიხარულიძემ საქართველოს პრემიერის გიორგი გახარიას განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა “ტვ პირველის” ეთერში.

“რა თქმა უნდა ჩვენი პარტნიორები და დასავლელი მკვლევარები გახარიას ნათქვამზე თავიანთ მოსაზრებებს არ აგებენ, მაგრამ ეს არის ერთი რამის მაჩვენებელი, რომ საქართველოს მთავრობა ადეკვატურად არ აღიქვამს იმ ვითარებას, რაც დღეს არის. ეს არ არის სახელმწიფოებრივი მიდგომა. როდესაც ქვეყანა ასეთი გამოწვევის წინაშეა მთავრობა უნდა ცდილობდეს ეროვნული ერთიანობის დემონსტრირებას და არა ვიწრო პარტიული მიზნებისთვის განცხადებების გაკეთებას, რაც ერთი მხრივ ტყუილია და მეორე მხრივ სისულელე. ეს აზიანებს ქვეაყანას და არანაირ მოგებას არ აძლევს მათ პარტიასაც კი”, – განაცხადა დავით სიხარულიძემ.

შეგახსენებთ, პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ის საქართველოს არასოდეს შეეგუება ოკუპაციას, თუმცა მან ასევე თქვა: ჩვენ აღარასოდეს გავიმეორებთ წარსულის შეცდომებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად