დავით სერგეენკომ, შესაძლოა, მინისტრის თანამდებობა დატოვოს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ შესაძლოა თანამდებობდა დატოვოს.

როგორც დავით სერგეენკო “კურიერთან” ამბობს, მთავრობაში ცვლილებები პრემიერის პრეროგატივაა და მას ამის გაცხადების შესაძლებლობა არ უნდა წავართვათ.

“ნებისმიერი ცვლილება მინისტრთა კაბინეტში არის პრემიერ-მინისტრი პრეროგატივა მან უნდა მიიღოს ამის შესახებ გადაწყვეტილება განაცხადოს და ნუ წავართმევთ მას ამ შესაძლებლობას. მინისტრის თანამდებობის დატოვებას, ვერც დავადასტურებ და ვერც გამოვრიცხავ. ცალსახად მინდა გითხრათ, რომ იმის გათვალისწინებითაც კი, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია ეს ყველაფერი არის პრემიერ მინისტრის მისაღები გადაწყვეტილება,“-აცხადებს სერგეენკო.

ცნობისთვის, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერი, მამუკა ბახტაძე მთავრობის სხდომას გამართავს. სხდომის დაწყებამდე პრემიერი ბრიფინგს გამართავს. შეეხება თუ არა აღნიშნულ ცვლილებას პრემიერის ბრიფინგი უცნობია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...