დავით სერგეენკო: უფასო მედიკამენტების პროგრამა უფრო ეფექტიანად იყო გასაკეთებელი

ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკო, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში, საბურთალოს ოლქში “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მაჟორიტარობის კანდიდატია, ამბობს, რომ უფრო ეფექტიანად იყო გასაკეთებელი უფასო მედიკამენტების პროგრამა.

„ნებისმიერ პროექტზე შემიძლია ვთქვა, რომ უკეთესად შემეძლო გამეკეთებინა. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ძალისხმევა არ დამიკლია მაგრამ, აუცილებლად შედეგიანად და უფრო ეფექტიანად იყო გასაკეთებელი უფასო მედიკამენტების პროგრამა. რომელიც ამუშავდა, მაგრამ ბევრად უფრო წვდომადი უნდა ყოფილიყო გეოგრაფიულად. ეს ბოლო პროექტია, რომელიც მინისტრობის პერიოდში გავაკეთე და მე თვითონ მაქვს დანაკლისი“, – განაცხადა დავით სერგეენკომ “პალიტრანიუსის” გადაცემა “ნიუსრუმში”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად