დავით სერგეენკო: უკრაინას ჩვენი მხარდაჭერა ექნება – მე ჩავედი პირველი და საკმაოდ დიდი ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინეთ

“უკრაინა ჩვენი ერთი-ერთი გამოკვეთილი მეგობარი ქვეყანაა. პირადად ჩემთვის, რადგან სერგეენკო ვარ, განსაკუთრებით მეგობარია”.

ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„რა თქმა უნდა, ყველანაირ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ, რაც ჩვენ ხელთ არის. არ მინდა, უკრაინაში ვინმემ დამადლებად ჩამომართვას, მაგრამ როდესაც 2014 წელს პირველად დაიწყო საბრძოლო მდგომარეობები, საქართველო იყო პირველი, მე ჩავედი პირველი და საკმაოდ დიდი ჰუმანიტარული დახმარება აღმოვუჩინეთ. ასე რომ, მხარდაჭერა მათ, რა თქმა უნდა, ჩვენგან ექნებათ“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, საქართველო უკრაინის საზღვართან რუსული ძალების მობილიზებას გმობს და საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთზე ზეწოლისკენ მოუწოდებს.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა უკრაინის მხარდამჭერი განცხადება მიიღო. დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...