დავით სერგეენკო: ფსიქოტროპული მედიკამენტები რიგ შემთხვევებში კანონის დარღვევით გაიცემა

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ფარმაცევტული ასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მთავრობის სხდომაზე იქნება განხილული ექვსპუნქტიანი ცვლილება, რომლის მიხედვითაც ფარმაცევტებს დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა და ისინი ვეღარ შეძლებენ პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას, იმ შემთხვევაში თუ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ურეცეპტოდ გასცემენ. 

„ჩვენ კანონში არ შეგვაქვს ცვლილება, არსებული კანონი თავისთავად ითხოვს ფსიქოტროპული მედიკამენტები გაცემული იქნას მხოლოდ სპეციალისტი ფარმაცევტის მიერ, რიგ შემთხვევებში ეს დაცული არ არის და მისი გაცემა ხდება კანონის დარღვევით, გარდა ჯარიმების და ადმინისტარციული სახდელებისა და ამ ჯარიმების იხდიან ეს აფთიაქები, სხვა არანაირი ზემოქმედების ინსტრუმენტი არ გვქონდა იმისათვის, რომ კანონი აღსრულებულიყო, ამ ცვლილებებით ფარმაცევტებს დაეკისრებათ შესაბამისი პასუხისმგებლობა და ისინი ვეღარ შეძლებენ პროფესიული საქმიანობის გაგრძელებას თუ ჯერადობის დაარღვევენ არსებულ კანონს. 

ცვლილებები არის ექვს პუნქტიანი. მე ვფიქრობ, რომ მთავრობის სხდომაზე იქნება განხილვა ამისი. უკვე მთავრობის სხდომის შემდეგ შევძლებ დეტალურად მოგახსენოთ, თუმცა ძირითადი მოხაზულობა ეს არის რომ ჩვენ არ ვამკაცრებთ კანონებს, კანონს საერთოდ არ ვცვლით, არსებული კანონების აღსრულების მექანიზმს ვქმნით“, – განაცხადა სერგენკომ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...