დავით სერგეენკო: მე გავუწიე რეკომენდაცია ეკა ტიკარაძეს ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე

საქართველოს მინისტრთა კაბინეტში 7 წლიანი მუშაობის შემდეგ, დავით სერგეენკომ თანამდებობა საკუთარი ინიციატივით დატოვა.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უკევ ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ, ეკატერინე ტიკარაძის მინისტრად წარდგენის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ რამდენიმე კვირის განმავლობაში გვქონდა ინტენსიური კონსულტაციები იმის თაობაზე, თუ წინასწარ მომზადებული, ახალი რეფორმების ფაზა როგორ იქნებოდა ოპტიმალური იმისთვის, რომ სწორად დაგეგმილი, დანერგილი და განხორციელებული ყოფილიყო.

ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ასეთი ცვლილება იქნებოდა უფრო მეტი შედეგის მომტანი. არ დაგიმალავთ და ეს ჩემი ინიციატივა იყო.

მე ვთხოვე პრემიერს, რომ განგვეხილა ასეთი ცვლილებები იმისთვის რომ უკეთესი შედეგი მიგვეღო.

მე გავუწიე რეკომენდაცია ქალბატონ ეკას, რადგან ჩვენ 10 წელზე მეტია თანამშრომლობის გამოცდილება გვაქვს სხვადასხვა სფეროებში. ძირითადად ეს არის ჯანდაცვის მენეჯმენტი. მე ნამდვილად მჯერა, რომ ასე უკეთესად განვითარდება რეფორმები“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრად ეკატერინე ტიკარაძე დაინიშნა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...