დავით სერგეენკო: არ დავარქმევდი, რომ გიორგი ქობულია მოხსნეს

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ცვლილებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

არ დავარქმევდი, რომ გიორგი ქობულია მოხსნეს.რაც შეეხება კონსულტაციებს, ვიცოდი, რომ კონსულტაციები მიმდინარეობდა თუმცა მე თვითონ ამ კონსულტაციებში არ ვმონაწილეობდი რადგან ეს არაა ჩვენი სამინისტროს ფუნქცია. კონსულტაციებზე წამოჭრილი არგუმენტები და ის ფაქტორები რამაც ეს ცვლილებები გამოიწვია, არაა ჩემთვის ცნობილი.”,-განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისთვის, ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია გადადგა. მისი გადადგომის შესახებ ბრძანებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მოაწერა.

ამასთანავე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად ნათია თურნავა დაინიშნა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...