დავით სერგეენკო: 2016 წლისთვის 20 დამატებით რეანომობილს შევიძენთ

დღეს მთავრობის სხდომაზე "სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის"  2015 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 29 იანვრის #14 დადგენილებაში ცვლილებები შედის, რის საფუძველზეც ჯანდაცვის სამინისტრო 20 დამატებით რეანომობილს შეიძენს. 

ასევე ეს ცვლილებები საყოველთაო ჯანდაცვის ადმინისტრირებას გაამარტივებს. 

''დღეს ჩვენგან სხდომაზე ძირითადად ტექნიკური საკითხები გადის. მაგალითად ისეთი, როგორიცაა 20 დამატებითი რეანომობილის შეძენა მომავალი წლისთვის. ასევე გარკვეული ტექნიკური ხასიათის ცვლილებები შედის 36-ე დადგენილებაში, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვას არეგულირებს. ამ დადგენილების შინაარსია ადმინისტრირების გამარტივება'', – განაცხადა სერგეენკომ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...