4 არასრულწლოვანი პატიმარი სტუდენტი გახდა, მათ შორის სარალიძისა და დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებულიც

ოთხმა არასრულწლოვანმა მსჯავრდებულმა ეროვნული გამოცდები ჩააბარა და სტუდენტი გახდა. მათ შორის არიან “ხორავას ქუჩის საქმეზე” მსჯავრდებულები

თბილისის №51 საჯარო სკოლის მოსწავლის დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში მსჯავრდებული გ.ჯ. და ამავე სკოლის მოსწავლის ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული გ.ბ. სტუდენტი გახდა. – ამის შესახებ “აიპრესს” ინფორმაცია სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაუდასტურეს.

2019 წლის 3 ივნისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არსებითად შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და გ.ჯ.-ს 11 წლით და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გ.ჯ.  თბილისის საქალაქო სასამართლომ დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკველობის მცელობისთვის გაასამართლა, ხოლო პალატამ დამნაშავდ ცნო დავით სარალიძის ჯგუფურ მკველობაში.

სააპელაციო სასამართლოს გადაწვეტილების შემდეგ, 2019 წლის 4 ივნისს შსს-მ დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდიას დააკავა.

შეგახსენებთ, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე თბილისის №51 საჯარო სკოლის მოსწავლე – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი, სასიკვდილოდ დაჭრეს.

დადუნაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, სარალიძეს კი 12 ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, დადგინდა რომ ჩხუბი არასრულწლოვნებს შორის მოხდა. სადაც რამდენიმე ადამიანი მონაწილეობდა. მომხდარ ფაქტე შსს-მ ორი არასრულწლოვანი დააკავა გ.ბ. და გ.ჯ.

პროკურატურამ გ.ბ.-ს ლევან დადუნაშვილის და დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, გ.ჯ.-ს კი დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ გ.ბ. მხოლოდ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობის ნაწილში ცნო დამნაშავედ და 10 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა.

არასრულწლოვან გ.ჯ.-ს კი, რომელიც დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობაში იყო ბრალდებული, დამნაშავედ ცნო და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მოსამართლის გამოტანილი განაჩენით დადგინდა, რომ სახელმწიფო ბრალდებამ(პროკურატურა) ვერ დაადგინა ვინ მოკლა დავით სარალიძე, რასაც იმჟამინდელი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომა მოჰყვა.

 

სტატიის ავტორი ირმა მესხია
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...