დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ მორჩაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 საშუალოს სკოლის მოსწავლეის დავით სარალიძის მკველობის საქმეში, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალდებულ მერაბ მორჩაძეს 2 წლით პატიმრობა მიუსაჯა, პირობით გამოსაცდელი ვადით.

მოსამართლემ დაამტკიცა მხარებს(სახელმწიფო ბრალდება და ბრალდებული) შორის მიღწეული საპროცესო შეთანხმება და ბრალდებულ მორჩაძის მიმართ დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი. მორჩაძეს სასჯელის სახედ განესაზღვარა 2 წლით პატიმრობა, რაც შეეცვალა პირობით, 2 წლის გამოსაცდელი ვადით და ბრალდებული გათავისუფლდა სასამართლო დარბაზიდან.

ცნობისთვის, შსს-მ „მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით დაკავებულია 1973 წელს დაბადებული მერაბ მორჩაძე დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მერაბ მორჩაძემ, სასამართლოში ჩვენების შეცვლის მიზნით, გავლენა მოახდინა ბრალდებულ მ.კ.-ზე, რომელიც მკვლელობის ჩადენაში ამხელდა მერაბ მორჩაძის მეგობრის შვილს – ბრალდებულ გ.ჯ.-ს. მერაბ მორჩაძე არაერთხელ შეხვდა ძმებს – მ.კ.-ს და ლ.კ.-ს, ბრალდებულ გ. ჯ.-ს სასარგებლოდ ჩვენების შეცვლის მიზნით, გადასცა მათ გარკვეული თანხა და სანაცვლოდ მ.კ.-ს მოსთხოვა სასამართლოში ცრუ ჩვენების მიცემა, რომ თითქოს მ.კ.-ს დანაშაულის ჩადენის მომენტში გ.ჯ.-ს ხელში არ დაუნახავს მკვლელობის იარაღი. მერაბ მორჩაძე მ.კ.-ს ასევე დაპირდა სამართალდამცავ ორგანოებთან ჩვენების შეცვლით გამოწვეული შესაძლო პრობლემების მოგვარებას და საკუთარი კავშირების გამოყენებას საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის.

შედეგად, 2018 წლის აპრილში სასამართლოში ჩვენების მიცემისას, გამოძიებაში მიცემული ჩვენებისგან განსხვავებით, მ.კ.-მ განაცხადა, რომ მკვლელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს ხელში დანა არ დაუნახავს. რაც შეეხება მირზა სუბელიანს, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ 2017 წლის 1 დეკემბერს, მირზა სუბელიანი იმყოფებოდა ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმის და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს“

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...