დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა

უზენაესი სასამართლოს მიიღო გადაწყვეტილება და პროკურატურასა და გიორგი ჯანაშიას შორის საპროცესო შეთანხმება დაამტკიცა

საქმის პროკურორის, თორნიკე ნადირაძის განაცხადებით გიორგი ჯანაშიამ გამოძიებას მნიშვენლოვანი ინფორმაცია მიაწოდა. რაც საპროცესო შეთანხმების საფუძველი გახდა.

“სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება, რომელიც ბრალდების მხარის  მიერ იქნა წარდგენილი სასამართლოში.

ასევე, ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვტილება და ლევან დადუნაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილი გიგა ბარბაქაძის მიმართა გადაწყვეტილება დატოვა უცვლელი. ასევე, უცვლელი დატოვა დავით სარალიძის ეპიზოდთან მიმართებაში გუგა ბარბაქაძის მონაწილეობა. რასაც ბრალდების მხარე არ ეთანხმება

უპირველეს ყოვლისა, იმისთვის რომ საპროცესო შეთანხმების პროცედურა განხორციელდეს მნიშვნელოვანის ბრალდების და დაცვის მხარე შეჯერდნენ კონკრეტულ სასჯელთან დაკავშირებით. მაგრამ, სასჯელის საფუძველი უნდა გახდეს წარდგენილი ბრალის აღიარება.

იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას მიერ აღიარებული და მონანიებული იქნა შესაბამისი დანაშაული, ბრალდები მხარემ მიზანშეწონილად მიიჩნია, რომ მასთან გაფორმებულიყო საპროცესო შეთანხმება.

მიუხედავად იმისა, რომ მსჯავრდებული გიორგი ჯანაშია ორი ინსტანციის სასამართლოში არ ეთანხმებოდა წარდგენილ ბრალს, ცნობილ იქნა დამნაშავედ მეორე ინსტანციის სასამართლოში.  კვლავ აგრძელებდა ბრალდების მხარე უკვე საპროცესო შეთანხების ფარგლებში, ის რომ გიორგი ჯანაშიას მიერ ნამდვილად  იყო განხორციელებული ჯგუფურად დავით სარალიძის განზრახ მკვლელობა”.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ხორავას ქუჩაზე ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული გუგა ბარბაქაძის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დარჩა. მას 11 წლითა და სამი თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

დავით სარალიძის ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულ გიორგი ჯანაშიას ოფიციალურად დაუმტკიცდა საპროცესო შეთანხმება.

საპროცესო შეთანხმებით გიორგი ჯანაშია 8 წლიან სასჯელს მოიხდის. აქედან, 4 წლიან პატიმრობას ციხეში, დანარჩენ  ოთხს პირობითს.

შეგახსენებთ, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე თბილისის №51 საჯარო სკოლის მოსწავლე – დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი, სასიკვდილოდ დაჭრეს.

დადუნაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, სარალიძეს კი 12 ჭრილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო, დადგინდა რომ ჩხუბი არასრულწლოვნებს შორის მოხდა. შსს-მ ორი არასრულწლოვანი დააკავა გიორგი ბარბაქაძე და გიორგი ჯანაშია.

პროკურატურა ბარბაქაძეს ლევან დადუნაშვილის და დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას ედავებოდა, ჯანაშიას კი დავით სარალიძის განზრახ მკვლელობას.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის პალატამ 16 წლის დავით სარალიძის მკველობისთვის გ. ჯ.-ს 11 წლითა და 3 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად