დავით სარალიძე მერაბ მორჩაძეზე: ტყუილად გაწირეს ეს ადამიანი,ეს იყო სუბელიანის ხრიკები

“ეს ადამიანი საერთოდ ტყუილად გაწირეს თავიდანვე. ეს იყო სუბელიანის ხრიკები, ვიღაც უნდა მიეცათ პასუხისგებაში და რომ გავჩერებულიყავი მე”,-განაცახდა თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 საშუალოს სკოლის მოსწავლეის დავით სარალიძის მამამ ზაზა სარალიძემ”კურიერთან”

„ეს იყო უბრალოდ, მოჩვენებით პასუხისგებაში მიცემული პირი, რომ ვითომ ჩაეხშოთ ეს მღელვარება. თავიდანვე ვთქვი, რომ ეს ადამიანი საერთოდ ტყუილად გაწირეს თავიდანვე. ეს იყო სუბელიანის ხრიკები, ვიღაც უნდა მიეცათ პასუხისგებაში და რომ გავჩერებულიყავი მე, მაგალითად და მე ვითხოვ ჩემი შვილის მკვლელების დასჯას და არა ვინ ვიღაცას ფული აჩუქა და ვინ ვიღაცას დაეხმარა. არ ვიცი, რას აკეთებენ მაგ მხრივ არ ვიცი, რატომ ცნეს დამნაშავედ ესეც არ ვიცი, რატომ აძლევენ პასუხისგებაში ესეც არ ვიცი, საერთოდ ეს ადამიანი ვინ არის, არ ვიცი,“ – განაცხადა სარალიძემ.

ცნობისთვის,დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ მორჩაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად