დავით საყვარელიძე: “მხოლოდ დასჯა და ციხეში გაშვება, ზოგჯერ საკმარისი არ არის”

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილის დავით საყვარელიძის მოსაზრებით, "კორუფციასთან ბრძოლაში მხოლოდ დასჯა და ციხეში გაშვება, ზოგჯერ საკმარისი არ არის და საჭიროა სისტემური ცვლილებები". 

როგორც საყვარელიძემ უკრაინულ Комсомольская Правда-სთან ინტერვიუში აღნიშნა, უკრაინაში კორუფციის წინააღმდეგ ნულოვანი ტოლერანტობა უნდა იყოს.

"კორუფციასთან ბრძოლა, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, აქტიურად უნდა მიმდინარეობდეს ორი მიმართულებით. პირველი – ნულოვანი ტოლერანტობის გამომჟღავნება და პარალელურად იმის ჩვენება საზოგადოებისთვის, თუ რა ზარალს აყენებენ კორუფციონერები და თუ რა ოდენობის თანხის ანაზღაურება იყო შესაძლებელი.

მნიშვნელოვანია, რომ არ იყოს ორმაგი სტანდარტები, რომ სჯიდნენ ყველას, თავისიანებსაც და უცხოებსაც. პოლიტიკურ და საფინანსო ჯგუფში წევრობა არ უნდა იყოს იმუნიტეტი.

მეორე – პარალელურად მოხდეს სისტემური კორუფციის რისკების მინიმიზირება. მხოლოდ დასჯა და ციხეში გაშვება ზოგჯერ საკმარისი არ არის. საჭიროა სისტემური პრობლემების შეცვლა, რომლებიც საკანონმდებლო დონეზე ხელს უწყობენ კორუფციას. უკრაინის კანონების სტრუქტურა მეტყველებს სახელმწიფოს კორუფციის დონეზე. უნდა წაიკითხო 10 კანონიერთდროულად, რომ გაიგო 1 კანონის არსი. ეს არის იმ კორუმპირებული სისტემების განსახიერება, რომლებმაც სახელმწიფოს განვითარება შეაჩერეს.

კანონები უნდა იყოს გასაგები, მარტივი და რაც მთავარია, ლაკონური. კანონებმა უნდა მოაშორონ ზედმეტი ბიუროკრატია, სახელმწიფომ უნდა შეავსოს ის ხვრელები, საიდანაც ხდება კორუფციის წახალისება",-განაცხადა საყვარელიძემ.

საყვარელიძესთან ერთად, უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებზე კიდევ რამდენიმე ქართველია. ლევან ვარშალომიძე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველია. ეკა ზღულაძე შს მინისტრის მოადგილე. ალექსანდრე კვიტაშვილი ჯანდაცვის მინისტრი. მიხეილ სააკაშვილი კი უკრაინის პრეზიდენტის შტატგარეშე მრჩეველი.

წყარო

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...