დავით საგანელიძე: “ქვეყნის დამანგრეველი ანდრო ბარნოვი ვაჟკაცი ბიჭი გამოგვივიდა”

"ვინ არის თავხედი და უზრდელი ბარნოვი, რომ ხელისუფლების პირველ პირებზე საუბრობს",-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის ანდრო ბარნოვის ქმედების კომენტირებისას განაცხადა.

როგორც დავით საგანელძემ აღნიშნა, თუ ბარნოვი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეურაცხყოფას აყენებს, შსს-მ მას პასუხი უნდა მოსთხოვოს.

"შსს-ს წარმომადგენლებს მინდა ვუთხრა, ასეთი სიტყვებით ქუჩაში რომ ილანძღებოდეს ვინმე, აუცილებლად უნდა დააკავოთ და წაიყვანოთ იქ სადაც წასაყვანია. ვინ არის ბარნოვი რომ აქ ამხელა ენით, ეს თავხედი და უზრდელი ხელისუფლების პირველ პირებზე საუბრობდეს, ვაჟკაცი ბიჭი გამოგვივიდა ეს მართლა ქვეყნის დამანგრეველი და ქვეყნის მტერი პირდაპირ ვიტყვი მის ბანდასთან ერთად.

ვთხოვ შსს-ს, მოსთხოვონ პასუხი ამ ადამიანს, რომ მან ქვეყნის პირველ პირებს ასე… აყენებს შეურაცხყოფას",-განაცხადა საგანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ანდრო ბარნოვი შიდა ქართლში იმყოფებოდა, სადაც პოლიციელები უმოქმედობაში დაადანაშაულა. კერძოდ, მისი განმარტებით, პოლიციელებს არ უნდა დაეშათ რუსი ოკუპანტების მიერ ე.წ. საზღვრის გადმოწევა.

კომენტარები
იტვირთება...